თავში

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციაა საჭირო - რუსეთის საგარეო უწყება

​აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციაა
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაციაა საჭირო - რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე კონფლიქტის მოგვარებას საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყებაში, მისი შემდგომი დემარკაციით ხედავს. ამის შესახებ ნათქვამია კომენტარში, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ყველა ასეთი ინციდენტი უნდა მოგვარდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებების გზით. გრძელვადიან გამოსავლის სახით ჩვენ ვხედავთ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყებას, მისი შემდეგი დემარკაციით. რუსეთი მზად არის, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის შემდგომ ნორმალიზაციას”,- ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ რუსეთი ყურადღებით აკვირდება აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე არსებულ ვითარებას და ინარჩუნებს ოპერატიულ კავშირს სამხედრო და სასაზღვრო სამსახურების მეშვეობით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system