თავში

აზერბაიჯანში 200 ათასზე მეტი მოქალაქე COVID-19 -ის წინააღმდეგ ვაქცინირებულია

​აზერბაიჯანში 200 ათასზე მეტი მოქალაქე COVID-19 -ის წინააღმდეგ
აზერბაიჯანში 200 ათასზე მეტი მოქალაქე COVID-19 -ის წინააღმდეგ ვაქცინირებულია

"აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 2021-2022 წლებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტრატეგიის" შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში ეტაპობრივად გრძელდება.

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს 50 წელს გადაცილებული პირების ვაქცინაცია.

"23 თებერვლის მონაცემებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე 200 ათასზე მეტმა მოქალაქემ გაიკეთა. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, ვაქცინაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღონ. კერძოდ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე ვეპატიჟებით 50 წელს გადაცილებულ პირებს, რომელთაც შაქრიანი დიაბეტი აქვთ", - განაცხადეს სამინისტროში. 

აზერბაიჯანში COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 18 იანვარს დაიწყო.

აზერბაიჯანმა ჩინური წარმოების ვაქცინის Sinovac 4 მილიონი დოზა შეიძინა. ერთი ადამიანი ვაქცინის ორ დოზას მიიღებს. ვაქცინის მეორე დოზა პირველი დოზის მიღებიდან 21 დღის შემდეგ გაიცემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system