აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1 465 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 62 338-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 811 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 47 270 პაციენტი, ხოლო 14 257 პირი ამ დრომდე მკურნალობს.
ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 1 417 368 ტესტი ჩატარდა.
თეკო გიორგაძე
ავტორი