აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 259 476-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 3 538 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 237 338 პაციენტი, ხოლო, 18 600 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 2 858 773 ტესტი ჩატარდა.