აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 361 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 266 322-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 3 617 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 239 807 პაციენტი, ხოლო, 22 898 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 2 901 160 ტესტი ჩატარდა.