აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 402 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 226 951-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 2 998 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 214 423 პაციენტი, ხოლო 9 530 პირი ამ დრომდე მკურნალობს.
ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 2 311 417 ტესტი ჩატარდა.