აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 335 339-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 4 959 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 329 191 პაციენტი, ხოლო 1 189 პირი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 3 653 074 ტესტი ჩატარდა.