აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 799 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 222 200-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 2 818 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 201 596 პაციენტი, ხოლო 17 786 პირი ამ დრომდე მკურნალობს.
ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 2 231 993 ტესტი ჩატარდა.