აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 33 647-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 492 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 30 642 პაციენტი, ხოლო 2 513 პირი ამ დრომდე მკურნალობს.
ქვეყანაში COVID-19-ზე ჯამში 790 141 ტესტი ჩატარდა