აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 7 553-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასთან არსებული ოპერატიულ შტაბი ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 88 ადამიანი.
გამოჯანმრთელდა 4 149 პაციენტი. ხოლო 3 316 პაციენტი ამ დრომდე მკურნალობს.