თავში

აზერბაიჯანში დაღუპულ სამხედროებს გამოემშვიდობნენ - PHOTO

აზერბაიჯანში დაღუპულ სამხედროებს გამოემშვიდობნენ
აზერბაიჯანში დაღუპულ სამხედროებს გამოემშვიდობნენ - PHOTO

ბაქოში აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის (SBS) ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებთან გამომშვიდობების ცერემონია გაიმართა.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებს მოწამეთა მეორე ხეივანში დაკრძალავენ.

ცერემონიას ოფიციალური პირები, დაღუპულების ოჯახის წევრები და საზოგადოების წევრები ესწრებიან.

30 ნოემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო შვეულმფრენი ხიზის რაიონში საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system