თავში

აზერბაიჯანში დღეს საკარანტინო რეჟიმი მკაცრდება

აზერბაიჯანში დღეს საკარანტინო რეჟიმი მკაცრდება
აზერბაიჯანში დღეს საკარანტინო რეჟიმი მკაცრდება

არსებული სანიტარული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის, კორონავირუსით აქტიური პაციენტების რაოდენობისა და დაავადების გავრცელების სისწრაფის გათვალისწინებით, სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ფარგლებში აზერბაიჯანის მთავრობამ გადაწყვიტა, რიგი შეზღუდვები აამოქმედოს.

2020 წლის 19 ოქტომბრის 00:00-დან 2 ნოემბრის 06:00-მდე ბაქოს მეტროში მუშაობას შეაჩერებს.

2020 წლის 19 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე ქვეყნის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში არდადეგები ცხადდება.

სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომელთა რაოდენობა 30 პროცენტამდე მცირდება, დანარჩენი თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადიან. იმავე წესების გამოყენებას კერძო სექტორსაც ურჩევენ.

65 წელს გადაცილებულ პირებს ურჩევენ, საცხოვრებელი ადგილი მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში დატოვონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system