თავში

აზერბაიჯანში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

​აზერბაიჯანში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს
აზერბაიჯანში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

აზერბაიჯანში გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიებები მიმდინარეობს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ქვეყნის ქალაქებში, რეგიონებსა და სოფლებში ყარაბაღის ომში გამარჯვებას აღნიშნავენ.

ბაქოში 44-დღიან ომში აზერბაიჯანის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მასობრივი მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობაში, რომელიც აზნეფტის მოედანზე დაიწყო, სამხედრო ორკესტრის თანხლებით ათიათასობით ადამიანი მონაწილეობს.

ცნობისთვის, 2020 წლის 8 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშის ოკუპაციისგან გათავისუფლების შესახებ გამოაცხადა. ქალაქის ცენტრში აზერბაიჯანის სამფეროვანი დროშა აღმართეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system