
აზერბაიჯანში რუსული პრეპარატით "Sputnik V" ვაქცინაცია იწყება. ერთობლივ განცხადებას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო სააგენტო და აზერბაიჯანის ტერიტორიული სამედიცინო განყოფილებების მართვის გაერთიანება ავრცელებს.
რუსული "Sputnik V-ით" ვაქცინაციას 18 მაისიდან 18 წელს გადაცილებული ნებისმიერი ადამიანი შეძლებს.
აზერბაიჯანის მოქალაქეებს COVID-19-ზე ჩინური წარმოების "სინოვაკის" ვაქცინითა ცრიან. ამასთან, 3 მაისიდან აზერბაიჯანში ვაქცინაცია "ასტრაზენეკას" კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატითაც მიმდინარეობს.
ცნობისთვის, აზერბაიჯანში COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 18 იანვარს დაიწყო.