თავში

აზერბაიჯანში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი - განახლებულია

​აზერბაიჯანში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი
აზერბაიჯანში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი - განახლებულია

აზერბაიჯანში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა.

-13:29-

აზერბაიჯანში, საავიაციო პოლიგონზე სასწავლო ფრენის დროს ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და გენერალური პროკურატურის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ინციდენტის შედეგად ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრებს შორის არიან დაღუპულები და დაშავებულები.

შემთხვევის ადგილზე სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლები იმყოფებიან.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ერთობლივი საგამოძიებო ღონისძიებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system