თავში

აზერბაიჯანში უამინდობის გამო რამდენიმე სკოლა დაიხურა

​აზერბაიჯანში უამინდობის გამო რამდენიმე სკოლა დაიხურა
აზერბაიჯანში უამინდობის გამო რამდენიმე სკოლა დაიხურა

აზერბაიჯანში უამინდობის გამო რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სკოლებმა მშობლებს ურჩიეს, ცუდ ამინდში ბავშვები სკოლაში არ მოიყვანონ.

ამათან, უამინდობის გამო სასკოლო დაწესებულებებში სწავლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს ჯერ არ გამოუტანია.

მეტეოროლოგებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ამინდის გაუარესების შესახებ განაცხადეს.

ბაქოში ლიპყინულის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. ისინი მოყინულ გზებზე წაიქცნენ და სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, დანარჩენები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით ბაქოში, 4-5 სხვადასხვა ადგილას სპეციალური კარვები განთავსდება. მასში ნებისმიერი მსურველი ჩაის და საკვების მიღებას, ასევე დასვენებას შეძლებს. კარვების მუშაობას სოგადოებრივი გაერთიანების მოხალისეები და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლები გააკონტროლებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system