თავში

აზერბაიჯანში ვაქცინაცია 1 471 579 ადამიანს ჩაუტარდა

​აზერბაიჯანში ვაქცინაცია 1 471 579 ადამიანს ჩაუტარდა
აზერბაიჯანში ვაქცინაცია 1 471 579 ადამიანს ჩაუტარდა

აზერბაიჯანში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კიდევ 15 465 ადამიანს ჩაუტარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბში აცხადებენ.

ამჟამად, აზერბაიჯანში კორონავირუსზე სულ 1 471 579 ადამიანია აცრილი. პირველ ეტაპზე ვაქცინირებულთა რიცხვი 959 804-ს შეადგენს, 511 775 პირმა კი უკვე ვაქცინის ორივე დოზა მიიღო.

შტაბის ცნობით, ვაქცინაცია ქვეყნის ყველა რაიონში წარმატებით გრძელდება.

ცნობისთვის, აზერბაიჯანში COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 18 იანვარს დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system