თავში

აზერბაიჯანში ვაქცინის მეორე დოზის შეყვანა დაიწყო

​აზერბაიჯანში ვაქცინის მეორე დოზის შეყვანა დაიწყო
აზერბაიჯანში ვაქცინის მეორე დოზის შეყვანა დაიწყო

აზერბაიჯანში ვაქცინაციის დაწყებიდან 28 დღე გავიდა, - ამის შესახებ ბაქოს გამაჯანსაღებელი ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ასიმან ჰასანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ პერიოდში ვაქცინაციაში ჯანდაცვის ყველა მუშაკი იყო ჩართული.

"ვაქცინაციის ღონისძიებები ასაკის, პროფესიის, სპეციალობისა და სამუშაო ადგილების მიხედვით არის დაჯგუფებული. საავადმყოფოში აზერბაიჯანშიი აკრედიტებული 23 ქვეყნის საელჩოების, 14 საერთაშორისო ორგანიზაციისა და მათი ადგილობრივი წარმომადგენლობების წევრები აიცრნენ. მათ ვაქცინაციაში მონაწილეობა დიდი ხალისით მიიღეს. ამ პერიოდში რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა ან რეაქცია არ დაფიქსირებულა", - განაცხადა ჰასანოვმა.

მისი თქმით, დღეს პანდემიისგან გადარჩენის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

"დღეიდან საავადმყოფოს რიგი თანამშროლებისთვის ვაქცინის მეორე დოზის შეყვანის პროცესი დაიწყო. ოფიციალური პირები, ვინც საავადმყოფოში პირველი დოზა 18 იანვარს გაიკეთა, დღეს მეორე დოზას მიიღებს", - აღნიშნა ჰასანოვმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system