თავში

აზია არჯენტომ "სამი იქსის" რეჟისორი გაუპატიურებაში დაადანაშაულა

​აზია არჯენტომ "სამი იქსის" რეჟისორი გაუპატიურებაში დაადანაშაულა
აზია არჯენტომ სამი იქსის რეჟისორი გაუპატიურებაში დაადანაშაულა

მსახიობმა აზია არჯენტომ "სამი იქსისა" და "ფორსაჟის" რეჟისორი რობ კოენი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. იტალიურ გამოცემასთან Il Corriere della Sera ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ეს 2002 წელს, გადაღებების დროს მოხდა.

"მე კოენზე პირველად ვსაუბრობ. მან გამაუპატიურა და ოქსიბუტირატის დალევა მაიძულა. მაშინ, სიმართლე რომ გითხრათ, არც კი ვიცოდი რა იყო ეს. დილით მის ლოგინში შიშველმა გავიღვიძე", - განაცხადა არჯენტომ.

მისი თქმით, მომხდარზე ის დეტალურად თავის ავტობიოგრაფიაში "ველური გულის ანატომია" წერს, რომლის გაყიდვა 26 იანვარს დაიწყება.

რობ კოენის ადვოკატი მსახიობის ბრალდებებს უარყოფს.

აზია არჯენტო ერთ-ერთი პირველი მსახიობი იყო, რომელმაც პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა და მოძრაობას #MeToo ჩაუდგა სათავეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system