თავში

აზიამ შუა საუკუნისთვის, შესაძლოა, მთებში ყინულის 40% დაკარგოს

​აზიამ შუა საუკუნისთვის, შესაძლოა, მთებში ყინულის 40% დაკარგოს
აზიამ შუა საუკუნისთვის, შესაძლოა, მთებში ყინულის 40% დაკარგოს

2050 წლისთვის აზიამ, შესაძლოა, მთის მყინვარების მასის 20%-დან 40%-მდე დაკარგოს. ამის მიზეზი კლიმატის დათბობაა და ეს დაახლოებით 750 მილიონი ადამიანის სიცოცხლეზე პირდაპირ იმოქმედებს. ეს აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მიერ რამდენიმე პარტნიორთან თანამშრომლობით არის მომზადებული.

ექსპერტების აზრით, 2020 წელი აზიაში ამინდისა და კლიმატის სისტემატური დაკვირვების მთელი პერიოდის განმავლობაში ყველაზე თბილი იყო. საშუალო ტემპერატურა გასულ წელს 1,39 გრადუსით მეტი იყო, ვიდრე 1981-2010 წლებში.

"მყინვარების დნობა დაჩქარდა და 2050 წლისთვის ყინულის მასა 20-40%-ით შემცირდება, რაც რეგიონში დაახლოებით 750 მილიონი ადამიანის სიცოცხლესა და საარსებო წყაროზე გავლენას მოახდენს", - აღნიშნულია ანგარიშში.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია ასევე ახსენებს, რომ აზიაში მყინვარების ფართობი დაახლოებით 100 ათასი კვადრატული კილომეტრია, და ეს დედამიწის პოლარული რეგიონების გარეთ ყინულის უდიდესი მოცულობაა. მყინვარები აზიის 10 უმსხვილეს მდინარეს კვებავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system