თავში

აზიაში კორონავირუსი კატასტროფულად ვრცელდება - წითელი ჯვარი

აზიაში კორონავირუსი კატასტროფულად ვრცელდება - წითელი ჯვარი
აზიაში კორონავირუსი კატასტროფულად ვრცელდება - წითელი ჯვარი
© Toronto Star

საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვრის გაცხადებით, აზია-წყნარი ოკეანის აუზში კორონავირუსის შემთხვევები ძალიან სწრაფად და სახიფათოდ იზრდება. ბოლო 2 კვირაში 5,9 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. ეს გაცილების მეტია, ვიდრე მთელ დანარჩენ მსოფლიოში ამ პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობა. ინფორმაციას Toronto Star ავრცელებს. წითელი ჯვარი სტატისტიკით შეშფოთებულია და აცხადებს, რომ შემთხვევების მკვეთრი ზრდა მთელი რეგიონის ჯანდაცვის სისტემასა კატასტროფის საფრთხის წინაშე აყენებს.

წითელი ჯვრის ინფორმაციით, 10 ქვეყნიდან 7, სადაც 10 მარტის შემდეგ შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა, სწორედ აზია-წყნარი ოკეანის აუზში მდებარეობს. ლაოსში ინფიცირებულთა რაოდენობა 12 დღეში გაორმაგდა, ინდოეთში კი 2 თვეზე ნაკლებ პერიოდში დაავადებათა შემთხვევები 23 მილიონამდე გაიზარდა.

საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს საყოველთაო საფრთხეა და კატასტროფის შეჩერების ერთადერთი გზა სწრაფი ვაქცინაციაა, თუმცა ამას ხელს პრეპარატების ნაკლებობა და ძვირადღირებული სამედიცინო-ტექნიკური ბაზის არარსებობა უშლის. წითელი ჯვარი მსოფლიოს მეტი ძალისხმევისა და უფრო მჭიდრო და კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system