თავში

ბაღდადის კოვიდკლინიკაში აფეთქება მოხდა

ბაღდადის კოვიდკლინიკაში აფეთქება მოხდა
ბაღდადის კოვიდკლინიკაში აფეთქება მოხდა

ერაყის დედაქალაქში, იბნ-ხატიბის კოვიდსაავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აფეთქებას, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Aljazeera წერს. 

გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში ხანძარი ჟანგბადის ავზის აფეთქების შედეგად გაჩნდა. აფეთქება კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხდა.

დაღუპულთა გარდა არიან დაშავებულებიც. საავადმყოფოში სულ 46 ადამიანია გადაყვანილი.

გამოცემის ცნობით, ინციდენტის დროს საავადმყოფოში მყოფი 120 ადამიანიდან 90-ის გადარჩენა მოხერხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system