თავში

ბაღდადის კოვიდკლინიკაში აფეთქებას 58 ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდადის კოვიდკლინიკაში აფეთქებას 58 ადამიანი ემსხვერპლა
ბაღდადის კოვიდკლინიკაში აფეთქებას 58 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქში, იბნ-ხატიბის კოვიდსაავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში ხანძარი ჟანგბადის ავზის აფეთქების შედეგად გაჩნდა. აფეთქება კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხდა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 28 დაღუპულისა და 50 დაშავებულის შესახებ.

ორსართულიანი შენობა თითქმის მთლიანად დაიწვა. ხანძრის ჩაქრობაში 30-მდე სახანძრო ჯგუფი მონაწილეობდა. ბოლო მონაცემებით, საავადმყოფოში 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system