თავში

ბაღდადში "მწვანე ზონა" დაიბომბა

​ბაღდადში "მწვანე ზონა" დაიბომბა
ბაღდადში მწვანე ზონა დაიბომბა

ბაღდადში, დაცული "მწვანე ზონის" ტერიტორიაზე, აშშ-ის საელჩოსთან ახლოს "კატიუშას" ტიპის ორი რაკეტა ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ Shafaq News ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, ამერიკულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რაკეტების განეიტრალება ვერ შეძლეს და "კატიუშების" ნამსხვრევები სამოქალაქო პირების ავტომობილებს და სახლებს დაეცა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერჯერობით არავის აუღია.

უსაფრთხოების მიზნით, გადაკეტილია ბაღდადის "მწვანე ზონასთან" მიმავალი ყველა გზა, სადაც უცხო ქვეყნების საელჩოებია განლაგებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system