თავში

ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა - VIDEO

ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა - VIDEO
ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა - VIDEO

ქარიშხალმა, სახელად "დორიანი" ბაჰამის კუნძულები დატოვა და ახლა ფლორიდას უახლოვდება. ფართომასშტაბიან სტიქიას, ბოლო მონაცემებით, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ჯერ კიდევ იძებნება ათეულობით პირი.

მეხუთე კატეგორიის შტორმმა წყალდიდობასთან ერთად საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა გაანადგურა. შტორმის შედეგების ამსახველ ვიდეოს BBC ავრცელებს.

ამ დროისათვის შტორმი მეორე კატეგორიამდე შესუსტდა და ფლორიდისკენ (აშშ) მიემართება.

მაშველები ბაჰამის კუნძულების ჩრდილოეთით დაკარგულებს ეძებენ. პრემიერ მინისტრის, ჰუბერტ მინისის თქმით, მსხვერპლის რაოდენობა დადგენილი არ არის და ამჟამინდელი მონაცემები, სავარაუდოდ, შეიცვლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system