თავში

ბაიდენი ქარიშხლების შესახებ აფრთხილებს

​ბაიდენი ქარიშხლების შესახებ აფრთხილებს
ბაიდენი ქარიშხლების შესახებ აფრთხილებს

აშშ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურ სააგენტოსთან შეხვედრაზე ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში აშშ-ს ქარიშხლები დაატყდება თავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

”ამ თვეში, სავარაუდოდ, სერიოზული ქარიშხლები იქნება”, - განაცხადა მან.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია სტიქიებისთვის წინასწარ მომზადება.

”დასკვნა ასეთია: რაც უფრო მეტს გავაკეთებთ მომზადებისთვის, მით უკეთესი იქნება კატასტროფის შემთხვევაში”, - განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან პრეზიდენტმა მოუწოდა იმ შტატები მოსახლეობას, სადაც ქარიშხლების რისკი დიდია, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტაროს, რათა ევაკუაციის შემთხვევაში დაცული იყოს.

”თუ თქვენ თავშესაფარში დარჩენა მოგიწევთ, საფრთხეების სიისთვის COVID-19 დამატება ნამდვილად არ მოგინდებათ", - განაცხადა ბაიდენმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system