თავში

ბაიდენი მიგრანტებს მოქალაქეობის მისაღებად 8-წლიან გზას სთავაზობს

​ბაიდენი მიგრანტებს მოქალაქეობის მისაღებად 8-წლიან გზას სთავაზობს
ბაიდენი მიგრანტებს მოქალაქეობის მისაღებად 8-წლიან გზას სთავაზობს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მმართველობის პირველივე დღეს მიგრაციის შესახებ მასშტაბური კანონის გამოქვეყნებას გეგმავს. ის მოქალაქეობის მისაღებად 8-წლიან გზას სთავაზობს დაახლოებით 11 მილიონ ადამიანს, რომლებიც აშშ-ში ლეგალური სტატუსის გარეშე ცხოვრობს.

კანონმდებლობის თანახმად, 2021 წლის 1 იანვრიდან აშშ-ში ლეგალური სტატუსის არ მქონე პირები შეძლებენ, გამოიყენონ 5-წლიანი პერიოდი დროებითი ლეგალური სტატუსისა ან "მწვანე ბარათის" მისაღებად, თუკი მათი ბიომეტრიული მონაცემები სწორი იქნება, ისინი გადაიხდიან გადასახადებს ან სხვა საბაზისო მოთხოვნებს შეასრულებენ. ამის შემდეგ დაიწყება ნატურალიზასიისკენ მიმავალი 3-წლიანი გზა და ისინი მოქალაქეობას მიიღებენ.

ამასთან, მიგრანტების გარკვეული ნაწილისთვის ეს პროცესი დაჩქარდება. მაგალითად, აქ შედიან ე.წ. "მეოცნებეები" - ახალგაზრდები, ვინც აშშ-ში უკანონოდ ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩავიდა, ასევე სოფლის მეურნეობის მუშაკები, რომლებსაც დროებითი დამცავი სტატუსი აქვთ. ისინი "მწვანე ბარათს" მიიღებენ, თუ მუშაობენ, სწავლობენ ან სხვა მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

მოსალოდნელია, რომ ბაიდენი ტრამპის სხვა მიგრაციულ შეზღუდვებსაც შეამსუბუქებს, მათ შორის მოხსნის აკრძალვას რიგი მუსლიმანური ქვეყნებიდან ჩამოსვლაზე.

მიგრაციული პოლიტიკის რეფორმა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევო დაპირება იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system