თავში

ბაიდენი პანდემიაში გამდიდრებულებს გადასახადებს გაუზრდის

​ბაიდენი პანდემიაში გამდიდრებულებს გადასახადებს გაუზრდის
ბაიდენი პანდემიაში გამდიდრებულებს გადასახადებს გაუზრდის

აშშ-ის ადმინისტრაცია ყველაზე მდიდარი ამერიკელებისთვის, რომლებიც წელიწადში 400 000 დოლარზე მეტს გამოიმუშავებენ და პანდემიის პერიოდში საკუთარი ქონება მნიშვნელოვნად გაზარდეს, გადასახადების გაზრდას აპირებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სენატის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. 

"მე არ გავუზრდი გადასახადებს მათ ვინც წელიწადში 400 000$-ზე ნაკლებს გამოიმუშავეს. კორპორატიული ამერიკისა და ყველაზე მდიდარი ადამიანების 1%-ისთვის საკუთარი სამართლიანი წლის გადახდის დრო მოვიდა", - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ 2020 წელს 55 უმსხვილეს ამერიკულ კორპორაციას ფედერალური საშემოსავლო გადასახადი არ გადაუხდია. პრეზიდენტის თქმით კომპანიების უმეტესობა სხვა და სხვა გზებით გადასახადებისგან თავის არიდებას ახერხებს.

ბაიდენმა ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2017 წელს გადასახადების შემცირების გადაწყვეტილება გააკრიტიკა და კორპორაციული საგადასახადო სისტემის რეფორმა დააანონსა.

ეს 1993 წლის შემდეგ ფედერალური გადასახადების მასშტაბურად გაზრდის პირველი შემთხვევა იქნება. გადასახადების გაზრდიდან მიღებული თანხა ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამის დაფინანსებასა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.

ჯო ბაიდენის პრეზიდენტის რანგში კონგრესის წინაშე პირველი ყოველწლიური გამოსვლა 28 აპრილს გაიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system