თავში

ბაიდენი: რუსეთი აშშ-ისთვის მთავარი საფრთხეა

​ბაიდენი: რუსეთი აშშ-ისთვის მთავარი საფრთხეა
ბაიდენი: რუსეთი აშშ-ისთვის მთავარი საფრთხეა

აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი რუსეთს მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე აშშ-ის მთავარ საფრთხედ მიიჩნევს. ამის შესახებ ბაიდენმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ბაიდენი მიიჩნევს, რომ მოსკოვი აშშ-ის მის უსაფრთხოებას ემუქრება და სხვა ქვეყნებთან ერთად მისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს.

"ვფიქრობ, უსაფრთხოებისა და კავშირების დაშლის თვალსაზრისით, აშშ-ისთვის ყველაზე დიდი საფრთხე - ეს რუსეთია",- განაცხადა ბაიდენმა. ჩინეთზე საუბრისას კი, პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა მას აშშ-ის ყველაზე დიდი კონკურენტი უწოდა.

მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ისთვის მთავარ საფრთხედ ჩინეთს მიიჩნევს, ტრამპის თმით, პეკინი ვაშინგტონის მოწინააღმდეგე, კონკურენტი და გარკვეულ შემთხვევაში, მტერიცაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system