თავში

ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. თეთრმა სახლმა დააკონკრეტა, რომ მათ შორის რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებიც არიან. გარდა ამისა, აშშ –ი ს სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა ბანკებსა და ქვეყნის სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს რუსულ რუბლში ან სხვა ვალუტაში ნომინირებული რუსეთის ცენტრალური ბანკის, ან ფინანსთა სამინისტროს მიერ 20201 წლის 14 ივნისის მერე გაცემული ობლიგაციების შეძენა, ან მათი სესხებით უზრუნველყოფა აკრძალა. ამასთანავე, სანქციები დაწესდა 16 ორგანიზაციისა და 16 ფიზიკური პირის მიმართ.

ვაშინგტონის მიერ დაწესებული ახალი სანქციები რუსეთის მხრიდან ბოლო პერიოდში აშშ-ის საზიანოდ გადადგმულ ნაბიჯებზე საპასუხო რეაქციაა. მათ შორის არის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა, კომპანია SolarWinds-ის პროგრამულ უზრუნველყოფაზე ჰაკერულ თავდასხმა და რუსეთის სამხედრო სადაზვერვო დანაყოფის მიერ ავღანეთში შეიარაღებული დაჯგუფებებისთვის, ჯილდოს სანაცვლოდ, ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობის შეკვეთა.

დოკუმენტში ნათქვამია,რომ აშშ-ს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, რომ რუსეთთან ურთიერთობები სტაბილური და განჭვრეტადი იყოს, თუმცა ვაშინგტონი ასევე ღიად და ნათლად აცხადებს, საკუთარ ეროვნულ ინტერესებს დაიცავს.

რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას მხარი NATO-ს მოკავშირე ქვეყნების ლიდერებმაც დაუჭირეს.

”NATO-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ და სოლიდარობას უცხადებენ შეერთებულ შტატებს რუსეთის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების საპასუხოდ 15 აპრილს გამოცხადებულ ზომებთან დაკავშირებით"  ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დოკუმენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system