თავში

ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა დღეს გაიმართება

ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა დღეს გაიმართება
ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა დღეს გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ჟენევაში დღეს, 16 ივნისს გაიმართება.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა "ლა-გრანჯის" ვილაში გაიმართება, რომელიც ჟენევაში, ამავე სახელწოდების პარკში მდებარეობს. XVIII საუკუნის ვილა პარკში, ჟენევის ტბის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს. 9 ივნისს შვეიცარიის პოლიციამ პარკი დახურა და ბარიკადები აღმართა.

აშშ-ისა და რუსეთის პირველი პირები პრეზიდენტების რანგში ერთმანეთს პირველად ხვდებიან.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხზე ისაუბრებს.

შვედეთის ხელისუფლების განცხადებით, ჟენევის თავზე საჰაერო სივრცის ნაწილი დაიხურება. შეზღუდვები 17 მაისამდე იმოქმედებს.

ამასთან, შეზღუდვები არ შეეხება კომერციულ რეისებს, რომლებიც ჟენევის აეროპორტში სრულდება. საჰაერო სივრცეს სამხედრო საჰაერო ძალები გააკონტროლებს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მესამე ქვეყანაში ორმხრივ შეხვედრის გამართვის ინიციატივით 13 აპრილს ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას გამოვიდა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system