თავში

ბაიდენმა 1,3 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ განაცხადა

ბაიდენმა 1,3 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ განაცხადა
ბაიდენმა 1,3 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ განაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში 1,3 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა: "ეკონომიკამ შექმნა 1,3 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი 100 დღეში - გაცილებით მეტი სამუშაო ადგილი 100 დღეში, ვიდრე რომელიმე პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში". ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. 

მისი განცხადებით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მისი გეგმა ქვეყნის ეკონომიკას ტრილიონობით დოლარის მოგებას მოუტანს. პროექტში, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება, შეუძლია ჩაერთოს მოსახლეობის ფართო მასები, რადგან ამ სამუშაოების 90%-ის შესრულება არ ითხოვს უმაღლეს განათლებას, 75% კი - უმცროსი სპეციალისტის განათლებას. 1 აპრილს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა წარადგინა, სადაც მილიონობით სამუშაო ადგილების შექმნასა და ადამიანების დასაქმებაზეა საუბარი. ბაიდენი პროექტის განხორციელებისთვის 2,3$ ტრილიონის ბიუჯეტს ითვალისწინებს.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system