თავში

ბაიდენმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

ბაიდენმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა
ბაიდენმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირანის წინააღმდეგ, ბილ კლინტონის ადმინისტრაციის მიერ, დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ გამოცემა Business Standard წერს.

ბაიდენმა კონგრესს გაუგზავნა ცნობა იმის თაობაზე, რომ ირანის წინააღმდეგ, 1995 წელს გამოცხადებულ, ე.წ. ”საგანგებო მდგომარეობას” კიდევ ერთი წლით გააგრძელებს. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ირანის მთავრობის ქმედებები და პოლიტიკა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას კვლავ საფრთხეს უქმნის.

ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა, 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნების საკითხზე ირანთან მოლაპარაკებები დაიწყოს, თუ ირანი აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შეასრულებს. ხოლო ირანმა, ბირთვული პროგრამის სამოქმედო გეგმის შესახებ, ევროკავშირსა და აშშ-ს პირდაპირ მოლაპარაკებაზე უარი განუცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system