თავში

ბაიდენმა კორონავირუსის გამო აშშ-ში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გაახანგრძლივა

​ბაიდენმა კორონავირუსის გამო აშშ-ში საგანგებო მდგომარეობის
ბაიდენმა კორონავირუსის გამო აშშ-ში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გაახანგრძლივა. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.

აშშ-ში საგანგებო რეჟიმი ბაიდენის წინამორბედმა, დონალდ ტრამპმა 2020 წლის 13 მარტს შემოიღო.

”პანდემია საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და ეროვნულ უსაფრთხოებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. ამ მიზეზით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 2021 წლის 1 მარტის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს", - ნათქვამია ბაიდენის განკარგულებაში.

საგანგებო რეჟიმის გაგრძელების ვადა მითითებული არ არის.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ იმის გამო, რომ აშშ-ში კორონავირუსის ინფექციით 500 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ”უკიდურესად აუცილებელია ბრძოლის გაგრძელება და COVID-19-ზე რეაგირება ფედერალური მთავრობის ყველა შესაძლებლობის გამოყენებით”.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსული ინფექციის თითქმის 28,3 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, 503,7 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანა ორივე მაჩვენებლის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system