თავში

ბაიდენმა მომავალი მინისტრთა კაბინეტის წევრები დაასახელა

ბაიდენმა მომავალი მინისტრთა კაბინეტის წევრები დაასახელა
ბაიდენმა მომავალი მინისტრთა კაბინეტის წევრები დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დემოკრატმა ჯოზეფ ბაიდენმა დელავერში, ვილმინგტონში, მომავალი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა. ამის შესახებ CNN წერს.

ჯოზეფ ბაიდენმა აღნიშნა, რომ მის მიერ არჩეული მომავალი მინისტრები გამოცდილებითა და "ახლებური თამამი აზროვნებით" გამოირჩევიან.

"ზოგიერთი კანდიდატი ცნობილი პიროვნებაა, ზოგი მნიშვნელოვან თანამდებობას პირველად დაიკავებს. ყველა მათგანი იმოქმედებს სრულიად ახალ გარემოში და უპასუხებს ქვეყნის წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებს. ყველას აქვს გამოცდილება და ახლებური თამამი  აზროვნება, მაგრამ რაც მთავარია - მათ იციან, რომ მთავრობა  ყველა ამერიკელისთვის უნდა მუშაობდეს”, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. 

ბაიდენმა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის უფროსის პოსტზე ტომ ვილსკი წარადგინა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას მანამდე ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში იკავებდა. საბინაო და ურბანული განვითარების მინისტრად ბაიდენმა ოჰაიოს შტატის წარმომადგენელი მარშა ფუჯი დაასახელა. ფუჯი შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტების წევრია.

ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე დენის მაკდონაჰის კანდიდატურა დაასახელა, რომელიც ვეტერანთა საკითხებში ობამას ადმინისტრაციის ყოფილი შტაბის უფროსი სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა. აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა თეთრი სახლის საშინაო პოლიტიკის საბჭოს ხელმძღვანელად სუზან რაისი წარადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system