თავში

ბაიდენმა ნეთანიაჰუს ღაზას სექტორში ომის დასრულებისთვის მადლობა გადაუხადა

ბაიდენმა ნეთანიაჰუს ღაზას სექტორში
ბაიდენმა ნეთანიაჰუს ღაზას სექტორში ომის დასრულებისთვის მადლობა გადაუხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზას სექტროში სამხედრო მოქმედებების მოკლე დროში დასრულებისთვის. ამის შესახებ ორი სახელმწიფოს ლიდერმა სატელეფონო კომუნიკაციისას ისაუბრეს. ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელის უფლებას თავი დაიცვას "ჰამასისა" და ღაზას სექტორში ბაზირებული სხვა ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან სარაკეტო შეტევების წინააღმდეგ.

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ დაეხმარება ისრაელს თავდაცვის სისტემის "რკინის გუმბათის" აღსადგენად. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა ეგვიპტის პრეზიდენტს აბდელ ფათაჰ ას-სისის ცეცხლის შეწყვეტის საკითხებში შუამავლის როლის შესრულებისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი, ღაზას სექტორის აღდგენაზე პალესტინის ადმინისტრაციასთან პარტნიორობით იმუშავებს და არა "ჰამასთან", რომ მათ სამხედრო არსენალის განახლება ვეღარ შეძლონ.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system