თავში

ბაქომ და თბილისმა დაძმობილების მემორანდუმი გააფორმეს

​ბაქომ და თბილისმა დაძმობილების მემორანდუმი გააფორმეს
ბაქომ და თბილისმა დაძმობილების მემორანდუმი გააფორმეს

აზერბაიჯანის დედაქალაქში ბაქომ და თბილისმა დაძმობილების მემორანდუმი გააფორმეს. დელეგაციეებს ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, ელდარ აზიზოვი და თბილისის მერი კახა კალაძე ხელმძღვანელობენ.

ელდარ აზიზოვის თქმით, ქვეყნებს შორის ხანგრძლივი მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები არსებობს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს შორის ურთიერთობებმა სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწიეს.

”დღეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მრავალ სფეროში ვითარდება. ორმხრივი ვიზიტები ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის,” - განაცხადა აზიზოვმა.

თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, საქართველო აზერბაიჯანთან ურთიერთობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მან ბაქოს სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ვიზიტი განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ბაქოსა და თბილისს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში.

”ბაქო ძალიან სუფთა ქალაქია, იგი ასევე გამოირჩევა თავისი სილამაზით, აქ მცხოვრები ხალხით”, - განაცხადა კალაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system