თავში

ბაქოში ხვალ გამარჯვების აღლუმი ჩატარდება

ბაქოში ხვალ გამარჯვების აღლუმი ჩატარდება
ბაქოში ხვალ გამარჯვების აღლუმი ჩატარდება

აზერბაიჯანში მთიან ყარაბაღში სამმხრივი შეთანხმების მიღწევისა და გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი ჩატარდება.

სამხედრო აღლუმი, რომელიც აზერბაიჯანის სამამულო ომში გამარჯვებას ეძღვნება, 10 დეკემბერს გაიმართება.

სამხედრო აღლუმში მონაწილეობას 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. ნაჩვენები იქნება 150-მდე ერთეული ტექნიკა, მათ შორის უახლესი თანამედროვე სამხედრო ტექნიკა, სარაკეტო და საარტილერიო დანადგარები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, აგრეთვე საბრძოლო გემები და კატარღები.

აღლუმში მონაწილეობას თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებიც მიიღებენ.

ღონისძიებას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი თურქი კოლეგა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system