თავში

ბაქოში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ბაქოში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა
ბაქოში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ბაქოში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ნასიმის რაიონში, ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე გაჩნდა, რომლის საერთო ფართობი 64 კვ.მ.-ს შეადგენს.

ხანძრის შედეგად სახლის პატრონმა და მისმა მეუღლემ სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა მიიღეს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისათვის ხანძარი სრულად არის ლოკალიზებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system