თავში

ბაქოში სავაჭრო ცენტრ "სადარაკში“ ხანძრისას 9 ადამიანი დაშავდა

ბაქოში სავაჭრო ცენტრ "სადარაკში“ ხანძრისას 9 ადამიანი დაშავდა
ბაქოში სავაჭრო ცენტრ სადარაკში“ ხანძრისას 9 ადამიანი დაშავდა

ბაქოს სავაჭრო ცენტრში „სადარაკში“ ხანძრის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა, 60 მაღაზია დაიწვა. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს. ერთი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

09:45

ბაქოში, უმსხვილეს სავაჭრო ცენტრ „სადარაკში“ ცეცხლი ლოკალიზებულია. ხანძართან დაკავშირებით საგანგებო შტაბი შეიქმნა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილე გენერალ-ლეიტენანტი ეტიბარ მირზაევი იმყოფება. 

09:15

აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, უმსხვილეს სავაჭრო ცენტრ „სადარაკს“, რომლის საერთო ფართობი 100 ჰექტარია, ცეცხლი გაუჩნდა. შენობა ქალაქის გარეუბანში მდებარეობს

ერთსართულიან შენობაში 12000 ობიექტია. ისინი სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და საინჟინრო მოწყობილობების საბითუმო ვაჭრობისთვისაა განკუთვნილი.

წინასწარი ინფორმაციით ხანძარი იმ განყოფილებაში გაჩნდა, სადაც პარფიუმერიის საქონელი ინახებოდა.

ადგილზე მეხანძრეების დიდი ჯგუფი მუშაობს. ზოგიერთი მათგანი მძიმედ მოიწამლა და სამედიცინო დახმარებისთვის ტოქსიკოლოგიურ ცენტრში გადაიყვანეს. მათი ასაკი 24-დან 35 წლამდეა.

ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო სამუშაოებში მეხანძრეებთან ერთად განსაკუთრებული რისკის პირობებში დახმარების ჯგუფიც მუშაობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system