თავში

ბალიმ ტურისტებისათვის საზღვრები გახსნა

ბალიმ ტურისტებისათვის საზღვრები გახსნა
ბალიმ ტურისტებისათვის საზღვრები გახსნა

ბალი 14 ოქტომბრიდან უცხოელი ტურისტების მიღებას განაახლებს. ამის შესახებ CNN წერს.

როგორც უცხოური მედიისთვის გახდა ცნობილი, ბალიზე ჩასულ ტურისტებს 8-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

ამასთან, ადგილობრივი გამოცემები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების შესუსტება ეტაპობრივად მოხდება.

პირველ ეტაპზე, მთავრობა გეგმავს ტურისტების მიღებას სამხრეთ კორეიდან, იაპონიიდან, სინგაპურიდან და ახალი ზელანდიიდან. ხოლო სხვა ქვეყნების ჩამონათვალს მთავრობა მალე გამოაქვეყნებს. ინდონეზიის საზღვაო საქმეთა და ინვესტიციების საკითხებში კოორდინაციის მინისტრის, ლუჰუტ ბინსარ ფანჯაიტანის თქმით, ეს უნდა იყოს ის ქვეყნები, სადაც კორონავირუსი თვალსაზრისით დაბალია და სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system