თავში

ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში ჩავიდნენ

​ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში ჩავიდნენ
ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში ჩავიდნენ
© Gabrielius Landsbergis/Twitter

ბალტიის ქვეყნების – ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში ჩავიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დიპლომატების ვიზიტი რუსეთის მიერ სამხედრო ძალის მობილიზების ფონზე უკრაინისადმი სოლიდარობის გამოვლინება არის.

"ერთობლივი ვიზიტის მიზანი უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვა და მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერის დადასტურებაა", – განაცხადა ესტონეთის საგარეო სამინისტროს პრესსპიკერმა, აარი ლემიკმა.

შეგახსენებთ, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება დაახლოებით ორი კვირის წინ დაიძაბა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 7 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 14-ჯერ დაარღვიეს. შედეგად ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

ქვეყნის ხელისუფლება კონფლიქტის ესკალაციაზე, ცეცხლის შეწყვეტის დარღვევებსა და საზღვარზე რუსეთის ძალების მობილიზებაზე საუბრობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system