თავში

ბალტიმორში AstraZeneca-ს ვაქცინის წარმოება შეწყდა

ბალტიმორში AstraZeneca-ს ვაქცინის წარმოება შეწყდა
ბალტიმორში AstraZeneca-ს ვაქცინის წარმოება შეწყდა

აშშ-ში, ბალტიმორში მდებარე ქარხანაში AstraZeneca-ს ვაქცინის წარმოება შეწყდა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.

გამოცემის ცნობით, ეს ნაბიჯი გასულ კვირაში დაშვებული შეცდომის გამეორების თავიდან ასაცილებლად გადაიდგა, რამაც Johnson & Johnson-ის ვაქცინის 15 მილიონი დოზის გაფუჭება გამოიწვია. 

ბიოტექნოლოგიური კომპანია Emergent BioSolution-ის ბალტიმორში მდებარე საწარმოში, AstraZeneca-სთან ერთად Johnson & Johnson-ის ვაქცინის წარმოებაც მიმდინარეობდა. Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ქარხნის მუშაკებმა შეცდომით Johnson & Johnson-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინების კომპონენტები შეურიეს, რის შემდეგაც პრეპარატი გამოსაყენებლად უვარგისი გახდა. მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა Johnson & Johnson-მა აიღო.

გამოცემის ცნობით, AstraZeneca აშშ-ის ხელისუფლებასთან სხვა ალტერნატიული საწარმოების მოსაძიებლად ითანამშრომლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system