თავში

ბანგკოკში კატების კაფე გაიხსნა - PHOTO

ბანგკოკში კატების კაფე გაიხსნა
ბანგკოკში კატების კაფე გაიხსნა - PHOTO

ტაილანდში კორონავირუსის გავრცელების გამო დახურული ბევრი რესტორანი და კაფე უსაფრთხოების წესების  დაცვით იხსნება. ბანგკოკში გაიხსნა კატების კაფე, რომელსაც პანდემიის დაწყებამდე უმრავი მომხმარებელი ჰყავდა. 

”ადრე, ჩვენ ვერსად ვერ გავდიოდით, რის გამოც სტრესში ვიყავით, ჩვენ ახლა შეგვიძლია წავიყვანოთ კატები და თავს უფრო მშვიდად ვიგრძნობთ,”- თქვა ერთ-ერთმა სტუმარმა.

 როგორც კი გაიგო კაფის გახსნის შესახებ, ის მაშინვე ესტუმრა მას. 

ტაილანდის სხვა ბიზნესების მსგავსად, კაფეს აქვს ახალი წესები. ვირუსის გავრცელების პრევენცია ისევ პრიორიტეტად რჩება. კაფეში შესვლამდე, მომხმარებლებელსა და მის კატას ტემპერატურა უნდა შეუმოწმონ. ყველამ პირბადე უნდა ატაროს. 

”კაფის მომხმარებელთა რიცხვი 50%-ით შემცირდა. აქ როგორც ტაილანდელი, ისე უცხოელი მომხმარებლები შედიან”, - თქვა კაფის მფლობელმა, არიზა ლიმპანონგსონონმა.

როგორც კაფის მეპატრონე ამბობს, დამატებითი უსაფრთხოებისთვის, კატები მშრალ აბაზანებს იღებენ. მათ ბეწვსა და თვალებს ყოველდღიურად უსუფთავებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system