თავში

ბანკის მძარცველმა ყელი შემთხვევით ელექტროხერხით გამოიჭრა - PHOTO - VIDEO

ბანკის მძარცველმა ყელი შემთხვევით ელექტროხერხით გამოიჭრა
ბანკის მძარცველმა ყელი შემთხვევით ელექტროხერხით გამოიჭრა - PHOTO - VIDEO

ბანკზე თავდამსხმელი ძარცვის მომენტში მას შემდეგ დაიღუპა, რაც ელექტროხერხით, რომლითაც ბანკის შენობაში შეღწევა მოახერხა, შემთხვევით ყელი გამოიჭრა.

უცნობმა პირმა ბანკის შენობა გატეხა, საცავში შევიდა, ფული აიღო და იმ მომენტში, როდესაც შენობა უნდა დაეტოვებინა, სიბნელეში შემთხვევით ხერხი ჩართო, რომელმაც ყელი გამოჭრა.

ბანკის დაცვის სამსახურმა სათვალთვალო კამერით თავიდანვე შენიშნა მძარცველი და ბანკის ხელმძღვანელობას და პოლიციას შეატყობინა. ადგილზე მისულ ბანკის წარმომადგენლებსა და პოლიციას სისხლში მცურავი ქურდი გარდაცვლილი დახვდათ.

თავდამსხმელის ვინაობა ჯერ არ სახელდება. სამართალდამცავები მძარცველის ოჯახისგან ამოცნობის პროცედურას ელოდებიან.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system