თავში

ბარაკ ობამამ უცხოპლანეტელების ფოტოების არსებობაზე ისაუბრა

ბარაკ ობამამ უცხოპლანეტელების ფოტოების არსებობაზე ისაუბრა
ბარაკ ობამამ უცხოპლანეტელების ფოტოების არსებობაზე ისაუბრა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დაადასტურა, რომ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სამხედროები აკვირდებოდნენ დაუდგენელ მფრინავ ობიექტებს. მისივე თქმით, არქივებში მოცემულია მათი ფოტოები, რომელთა წარმოშობის ახსნა შეუძლებელია. ამის შესახებ CNN წერს.

ყოფილმა პოლიტიკოსმა ასევე დასძინა, რომ როდესაც იგი პირველად მივიდა თეთრ სახლში, მან იკითხა, ჰქონდა თუ არა შეერთებულ შტატებს სპეციალური ლაბორატორია, სადაც შენახული იქნებოდა უცხოპლანეტელების ხომალდებისა და უცხო სამყაროს ცივილიზაციების არსებობის მტკიცებულებები. მას ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცეს.

გამოცემის თანახმად, შემდეგ თვეში ეროვნული დაზვერვის დირექტორისა და თავდაცვის აპარატმა კონგრესს უნდა წარუდგინოს მოხსენება დაუდგენელი მფრინავი ობიექტების შესახებ, რომელი სამხედრო და სადაზვერვო მონაცემებიდან შეგროვდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system