თავში

ბარბადოსი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, რომელსაც მეტასამყაროში საელჩო ექნება

​ბარბადოსი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, რომელსაც მეტასამყაროში ს
ბარბადოსი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, რომელსაც მეტასამყაროში საელჩო ექნება

ბარბადოსმა ხელი მოაწერა შეთანხმებას კომპანია Decentraland-ის მეტასამყაროში საელჩოსთვის "მიწის ნაკვეთის" შეძენის შესახებ. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

მეტასამყარო ინტერნეტ-სივრცის სამგანზომილებიანი ვერსიაა, რომელშიც ადამიანები ერთმანეთთან და გარემოსთან ავატარების გამოყენებით ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების საშუალებით ურთიერთობენ.

მთავრობამ მეტასამყაროში საელჩოს შექმნის იდეა ჯერ კიდევ აგვისტოში დაამტკიცა. მისი გახსნა 2022 წლის იანვარში იგეგმება. თეორიულად, ტექნოლოგიის განვითარების შემდგომ ეტაპზე, ვირტუალური საელჩო "სხვადასხვა სერვისის მიწოდებას, მათ შორის ელექტრონული ვიზების გაცემას შეძლებს“.

Decentraland-მა თავისი პროექტი 2017 წელს დაიწყო. მსურველებს ვირტუალურ სივრცეში ნაკვეთის ყიდვა კრიპტოვალუტით შეუძლიათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system