თავში

ბარსელონას მაცხოვრებლებმა ქალაქის ქუჩები გადაწვეს - VIDEO

ბარსელონას მაცხოვრებლებმა ქალაქის ქუჩები გადაწვეს
ბარსელონას მაცხოვრებლებმა ქალაქის ქუჩები გადაწვეს  - VIDEO

ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში გამართული საპროტესტო აქცია მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება. 

გავრცელებული ინფორმაციით, აქცია სტუდენტური პროფკავშირების, კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებისა და მემარცხენე რადიკალური პარტიების მიერ იყო ორგანიზებული. 

აქციის მონაწილეები მთავრობას სოციალური რეფორმების გატარებისა და დაკავებული რეპერი, პაბლო ჰასელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ. 

გარდა ამისა, აქციის მონაწილეების მოთხოვნას შრომითი რეფორმის გატარება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ კანონის, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესახებ კანონისა და დავალიანების გამო საცხოვრებლიდან იძულებით გამოსახლების შესახებ კანონის გადახედვა წარმოადგენდა.

მომიტინგეებმა ბანკებისა და სასტუმროების ფანჯრები ჩაამსხვრიეს და მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს. მას შემდეგ, რაც საქმეში სამართალდამცავები ჩაერთნენ, აქციის მონაწილეებმა პოლიციელების მისამართით ბოთლების სროლა, პოლიციის ავტომობილებისთვის ცეცხლის წაკიდება და მაღაზიების ფანჯრების ჩამსხვრევა დაიწყეს.

საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ათი ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის რეპერი პაბლო ჰასელი ესპანეთის პოლიციამ ქალაქ ლერიდაში რამდენიმე დღის წინ დააკავა. მას სამეფო გვირგვინის შეურაცხყოფისა და ტერორიზმის ქებისთვის ცხრათვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. გავრცელებული ინფორმაციით, რეპერის დაკავების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, საერთო ჯამში, 95 ადამიანი დააკავეს. ასევე ცნობილია, რომ არეულობის დროს ერთ-ერთმა მომიტინგემ თვალი დაკარგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system