თავში

ბავშვთა მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის მასწავლებელი დააკავეს

ბავშვთა მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის მასწავლებელი დააკავეს
ბავშვთა მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის მასწავლებელი დააკავეს

სიდნეის ერთ-ერთ პრესტიჟულ კოლეჯში 39 წლის პედაგოგი ალექსანდრე სიმფსონი ბავშვთა მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მოსწავლეების თვალწინ დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მასწავლებელი 13 წლის გოგონასთან სექსუალური ხასიათის საუბრით იყო დაკავებული. ასევე ცნობილია, რომ მან არასრულწლოვანს სექსუალური სახის შემცველი ფოტოებიც გაუგზავნა.

ეჭვმიტანილი მამაკაცის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. გამომძიებლებმა ექსპერტიზისთვის ტექნიკა და ტანსაცმელი ამოიღეს.

”ესაა ადამიანი, რომელსაც პედაგოგი ჰქვია და ეწევა ამ ტიპის საქმიანობას. რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია და სერიოზული დანაშაულია", - განაცხადა გამომძიებელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის დროს მსგავსი ტიპის ფაქტებმა იმატა.

კოლეჯის ხელმძღვანელობამ დაზარალებული გოგონას ოჯახს მომხდარის შესახებ წერილით აცნობა.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ეჭვმიტანილი მამაკაცის სასამართლო პროცესი 28 ოქტომბერს გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system