თავში

ბავშვთა პორნოგრაფიაზე 4 პირი დააკავეს

​ბავშვთა პორნოგრაფიაზე 4 პირი დააკავეს
ბავშვთა პორნოგრაფიაზე 4 პირი დააკავეს

გერმანიაში პოლიციამ ერთ-ერთი უმსხვილესი დაფარული საიტი აღმოაჩინა, სადაც მსოფლიო მასშტაბით ბავშვთა პორნოგრაფიის გაცვლა ხდებოდა. საიტს 400 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა. საქმეზე 4 კაცი დააკავეს.

პლატფორმა BOYSTOWN 2019 წლიდან არსებობს და ის მხოლოდ დაფარული ბნელი არხების, ეგრეთ წოდებული დარქნეთის საშუალებით არის ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ფრანკფურტის პოლიციის განცხადებაშია ნათქვამი. ინფორმაციას Reuers ავრცელებს.

პროკურორის განცხადებით, საიტზე სხვა და სხვა ტიპის ვიდეომასალასთან ერთად ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი შემზარავი კადრებიც იყო გავრცელებული. სამართალდამცავებმა აპრილის შუა რიცხვებში 7 სხვა და სხვა ადგილას რეიდები ჩაატარეს. საქმეზე ქალაქ პადერბორნში, მიუნხენის რაიონსა და ჩრდილოეთ გერმანიაში მცხოვრები 40, 49 და 58 წლის მამაკაცები დააკავეს. სამივე საიტის მართვაშია ეჭვმიტანილი. მეოთხე მამაკაცი, 64 წლის ჰამბურგის მკვიდრი საიტზე 2019 წელს დარეგისტრირდა და მისი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელი გახდა. პოლიციის რეიდების შემდეგ BOYSTOWN-ის საიტი გააუქმეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system